Thumbnail

ნახეთ: The War on Drugs ახალ კომპოზიციას I Don't Live Here Anymore ავრცელებს

ამერიკული ჯგუფი The War on Drugs ახალ კომპოზიციას I Don't Live Here Anymore და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების მომავალ, რიგით მეხუთე ალბომში I Don’t Live Here Anymore იქნება წარმოდგენილი, რომელიც 29 ოქტომბერს გამოიცემა. კიდევ ერთი სიმღერა ამ სტუდიური ნამუშევრიდან Living Proof კოლექტივმა მიმდინარე წლის ივლისში გამოაქვეყნა.

► ნახეთ: The War On Drugs - Living Proof

The War on Drugs ფილადელფიაში 2005 წელს დაარსდა. ჯგუფს ამ დრომდე ოთხი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. ბენდს გრემის პრესტიჟული ჯილდო ერთხელ აქვს მოგებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული