Thumbnail

მოუსმინეთ: Lil Nas X-მა სადებიუტო ალბომი Montero გაავრცელა

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ლილ ნას იქსმა, რომელიც ფართო საზოგადოებამ ჰიტით Old Town Road გაიცნო, სადებიუტო ალბომი Montero გამოუშვა. სტუდიურ ნამუშევარში არტისტის მიერ აქამდე გავრცელებული სიმღერები: Montero (Call Me By Your Name), Industry Baby და Sun Goes Down, ასევე, ელტონ ჯონთან, მაილი საირუსთან, Megan Thee Stallion-თან და Doja Cat-თან კოლაბორაციული ჩანაწერები შევიდა. ალბომის გარეკანი კი ანიმაციური შოუს SpongeBob SquarePants და მხატვარ ჯონ სტივენსის ნახატის Genesis II გავლენით შეიქმნა.

► Lil Nas X-ის კლიპმა Industry Baby ინტერნეტმომხმარებლების კრიტიკა დაიმსახურა

 

მონტერო ლამარ ჰილმა, სასცენო სახელით Lil Nas X, შემოქმედებითი კარიერა 2018 წელს დაიწყო. ამავე წელს მან სადებიუტო მიქსტეიპი Nasarati გაავრცელა. დეკემბერში გამოცემულმა კომპოზიციამ Old Town Road ბილბორდის ასეულში პირველი ადგილის დაკავება მოახერხა. 2019 წლის 5 აპრილს არტისტმა საკუთარი ჰიტის რემიქსი ცნობილ ქანთრი შემსრულებელთან, ბილი რეი საირუსთან ერთად ჩაწერა. სიმღერამ ბილბორდის ჩარტში რეკორდული პერიოდი, 19 კვირა დაჰყო. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული