Thumbnail

ნახეთ: ქანიე ვესთმა კომპოზიციაზე "24" გადაღებული ვიდეო გაავრცელა

ცნობილმა ამერიკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქანიე ვესთმა კომპოზიციაზე "24" გადაღებული ვიდეო გაავრცელა. ტრეკი ჩიკაგოელი მუსიკოსის ახალ, რიგით მეათე სტუდიურ ალბომში Donda არის წარმოდგენილი, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში გამოიცა. 

► არაერთხელ გადადების შემდეგ, ქანიე ვესთმა ახალი ალბომი Donda გაავრცელა

► ქანიე ვესთი: ალბომი Donda ჩემი ნებართვის გარეშე გამოუშვეს

► ნახეთ: ქანიე ვესთის ახალი კლიპი კომპოზიციაზე Come to Life

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 22-გზის გამარჯვებულია. მისი სამი სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული