Thumbnail

ნახეთ: ვაქომ ახალი, 19-წუთიანი კომპოზიცია "ჰეი ზაური" გაავრცელა

ვახტანგ ქანთარიამ, ფსევდონიმით ვაქო, ახალი, 19-წუთიანი კომპოზიცია "ჰეი ზაური" გაავრცელა. სინგლი მუსიკოსის მომავალ ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც ლეიბლზე  Tarla Records გამოიცემა. 

ნახეთ: ვაქო - Solomon II da Erekle II 

ვახტანგ ქანთარიამ შემოქმედებითი კარიერა 2010 წელს დაიწყო, როდესაც ძმასთან, თემურთან ერთად დუეტი The W შექმნა. მუსიკოსი ჯგუფში 2016 წლამდე უკრავდა. 2017 წელს მან, სასცენო სახელით ვაქო, სოლო მოღვაწეობა დაიწყო. ორი წლის შემდეგ კი სადებიუტო ალბომი "ეგზისტენციალური ცდომილებები" გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული