Thumbnail

ნახეთ: Beyonce კომპანია Tiffany-ის ახალ რეკლამაში სიმღერას Moon River ასრულებს

თანამედროვე მუსიკის ინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი, ბიონსესა და ჯეი ზის წყვილი Tiffany & Company-ის მიმდინარე სარეკლამო კამპანიაში სახელწოდებით About Love მონაწილეობს. ახლად გავრცელებულ ვიდეოში ბიონსე პოპულარულ კომპოზიციას Moon River მღერის, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 1961 წლის კინოსურათიდან "საუზმე ტიფანისთან", ლეგენდარული ამერიკელი მსახიობის, ოდრი ჰეპბერნის შესრულებით გახდა. 

► რატომ ეგონა ბიონსეს, რომ კარიერას 13 წლის ასაკში დაასრულებდა

► ნახეთ: ბიონსე შვილებთან ერთად Adidas x Ivy Park-ის რეკლამაში

ამერიკელი პოპვარსკვლავების, ჯეი ზისა და ბიონსეს თანამშრომლობა არაერთ ჰიტს ითვლის, როგორებიცაა: Crazy In Love, Deja Vu, Drunk in Love, '03 Bonnie & Clyde და სხვა. სოლო მოღვაწეობის პარალელურად, მათ დუეტი The Carters აქვთ ჩამოყალიბებული, რომლის ფარგლებშიც ალბომი Everything is Love გამოუშვეს და ორი მსოფლიო ტურნეც გამართეს. წელს მუსიკოსებმა ქორწინების მე-13 წელი აღნიშნეს. მათ სამი შვილი - 9 წლის გოგონა, ბლუ აივი და ტყუპი და-ძმა, სერ და რუმი კარტერები ჰყავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული