Thumbnail

ნახეთ: ინდი როკ ჯგუფი My Morning Jacket ახალ სიმღერას Love Love Love ავრცელებს

ამერიკული ინდი როკ ჯგუფი My Morning Jacket ახალ კომპოზიციას Love Love Love და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების რიგით მეცხრე, ბენდისვე სახელწოდების მქონე ალბომში შევა, რომელიც 22 ოქტომბერს გამოიცემა. მიმდინარე წლის აგვისტოში კოლექტივმა ამ სტუდიურ ჩანაწერში წარმოდგენილი კიდევ ერთი სიმღერა Regularly Scheduled Programming გამოაქვეყნეს. 

► ნახეთ: My Morning Jacket - Regularly Scheduled Programming

My Morning Jacket ქალაქ ლუისვილში 1998 წელს შეიქმნა. მომდევნო წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი The Tennessee Fire გაავრცელა. კოლექტივს ამ დრომდე 8 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. ბენდის შემოქმედება ინდი როკს, არტ როკსა და ფსიქოდელიურ როკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული