Thumbnail

ნახეთ: დონ რიჩარდი სიმღერაზე Mornin | Streetlights გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს

ამერიკელი მსახიობი, მოდელი და არენბი შემსრულებელი, დონ რიჩარდი კომპოზიციაზე Mornin | Streetlights გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს. სიმღერა არტისტის ახალ ალბომში Second Line არის წარმოდგენილი, რომელიც მიმდინარე წელს გამოიცა. 

► ნახეთ: Dawn Richard - Pilot (A Lude)

► ნახეთ: Dawn Richard - Bussifame

დონ რიჩარდმა მუსიკალური კარიერა 2005 წელს გოგონების ბენდში Danity Kane დაიწყო. არტისტს ჯგუფთან ერთად სამი ალბომი აქვს გამოცემული. 2009 წელს რიჩარდმა კალენა ჰარპერთან ერთად არენბი დუეტი Dirty Money შექმნა. მომდევნო წელს კი მუსიკოსებმა ცნობილ ჰიპ ჰოპ არტისტ P. Diddy-სთან ერთად კომერციულად წარმატებული ჩანაწერი Last Train to Paris გამოსცეს. 2012 წელს დუეტი დაიშალა. რაც შეეხება სოლო კარიერას, რიჩარდმა სადებიუტო ნამუშევარი Been a While 2005 წელს გამოუშვა. მას ამ დრომდე ექვსი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოქვეყნებული. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული