Thumbnail

ნახეთ: ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტი Kay G ახალ კომპოზიციას "400" ავრცელებს

ქართული ჰიპ ჰოპის ახალი სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, გიორგი ქებურია, სასცენო სახელით Kay G, ახალ კომპოზიციას "400" ავრცელებს. ტრეკი მუსიკოსის მომავალ EP-ში Alice: Untold Vibes შევა, რომელშიც სულ ხუთ ნამუშევარს, მათ შორის, ერეკლე დეისაძესთან ერთად ჩაწერილ სიმღერას "დილასადრიან" გააერთიანებს.

ნახეთ: ერეკლე დეისაძე & Kay G - დილასადრიან

► ნახეთ: Kay G - Moon Rock (Freestyle)

Kay G-მ საკონსტიტუციო სასამართლოში დავა მოიგო

გიორგი ქებურიამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი ცნობილი ტრეკებია "მინანქარი", "კერძო საკუთრება", "ჩემით", "260-6" და სხვა. 2015 წელს არტისტი პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს, "ბირჟა მაფიას" შეუერთდა და მიშკა მგალობლიშვილთან ერთად ისეთი კომპოზიციები გაავრცელა, როგორებიცაა "ხლაპუშკა" და "თსლ შავი ზედა". 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა სადებიუტო სოლო სტუდიური ჩანაწერი Apollo 11 გაავრცელა. ერთი წლის შემდეგ კი ახალი EP სახელწოდებით Trauma '96 გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული