Thumbnail

ნახეთ: BadBadNotGood ყაზბეგში გადაღებულ კლიპს Beside April ავრცელებს

კანადური ინსტრუმენტული ჯგუფი BadBadNotGood ახალ კომპოზიციას Beside April და მასზე შექმნილ ვიდეორგოლს ავრცელებს. კლიპი, რომელზეც რეჟისორმა კამილ სამერს ვალიმ იმუშავა, ყაზბეგშია გადაღებული. ტრეკი ბენდის მომავალ ალბომში Talk Memory შევა, რომელიც 8 ოქტომბერს ჩაეშვება გაყიდვაში.

აღსანიშნავია, რომ ვიდეო ქართულმა სარეკლამო კომპანიამ, Metro Production-მა გადაიღო, მასში ქართველი მსახიობები მონაწილეობენ.

BadBadNotGood კანადის ქალაქ ტორონტოში 2010 წელს შეიქმნა. ერთ წელიწადში ნეო ჯაზ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი BBNG გაავრცელა. მუსიკოსებს ამ დრომდე 4 სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოცემული. კოლექტივს სხვადასხვა დროს ისეთ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: ქენდრიქ ლამარი, დენი ბრაუნი, Tyler, The Creator, Earl Sweatshirt და სხვები.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული