Thumbnail

ფოტოგალერეა: ცნობილი მუსიკოსები Met Gala 2021-ზე

ერთწლიანი პაუზის შემდეგ ნიუ იორკში, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში დაგეგმილი მოდის გამოფენის "ამერიკაში: მოდის ლექსიკონი" აღსანიშნავად სპეციალური საღამო "მეთ გალა" მოეწყო. კორონავირუსის პანდემიის გამო ის, ტრადიციული თარიღის, მაისის პირველი ორშაბათის ნაცვლად, სექტემბერში ჩატარდა.

► ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს MTV Video Music Awards-ის წითელ ხალიჩაზე

წვეულებას არაერთი ცნობილი მუსიკოსი დაესწრო, რომლებიც წითელ ხალიჩაზე ღონისძიების თემის "ამერიკული დამოუკიდებლობა" შესაბამისად გამოეწყვნენ. გთავაზობთ მათ ფოტოებს:

Rihanna X A$AP Rocky

მოდის ყველაზე დიდი საღამოსთვის რირიმ დემნა გვასალიას მიმართა და "ბალენსიაგას" ოტ-კუტიური მოირგო, რასაც Maria Tash-ის სამკაულები შეუხამა. როქი კი ERL-ის სამოსში გამოეწყო.

Billie Eilish

ბილი "მეთ გალას" პირველად დაესწრო. მან Oscar de la Renta-ს კაბა ჩაიცვა.

Teyana Taylor

მოცეკვავე და მომღერალი, ტიანა ტეილორი მოდის საღამოზე Prabal Gurung-ის შლეიფიანი კოსტიუმით გამოჩნდა.

Pharrell Williams

ფარელი და მისი ცოლი, ჰელენ ლასიჩანი ღონისძიებაზე "შანელის" კოსტიუმებში გამოწყობილი მივიდნენ.

Jack Harlow

რეპერმა ჯეკ ჰარლოუმ "ტომი ჰილფიგერი" მოიხდინა.

Kid Cudi

"მეთ გალას" დაესწრო ჰიპ ჰოპ არტისტი, ქიდ ქადიც.

Rosalia

ესპანელმა მომღერალმა, როზალიამ ღონისძიებისთვის Rick Owens-ის სამოსი შეარჩია.

Shawn Mendes & Camila Cabello

ვარსკვლავური წყვილი, შოუნ მენდესი და კამილა კაბეიო "მეთ გალაზე" კამერებმა მაიკლ კორსის სამოსში აღბეჭდეს.

Erykah Badu

ცნობილი ამერიკელი შემსრულებელი, ერიკა ბადუ Thom Browne-ს კოსტიუმში გამოეწყო.

Lil Baby

"მეთ გალას" დაესწრო რეპერი ლილ ბეიბიც.

Frank Ocean

ქიდ ქადის მსგავსად, მწვანედ შეღებილი თმით გამოჩნდა არენბი არტისტი, ფრენქ ოუშენი. მან კოსტიუმი თავისი ბრენდის Homer და Prada-ს ერთობლივი კოლექციიდან შეარჩია.

Olivia Rodrigo

17 წლის მომღერალმა, ოლივია როდრიგომ Saint Laurent-ის მაქმანისგან შეკერილი სამოსი მოიხდინა, რომელიც ბეწვით იყო გაფორმებული.

Jennifer Lopez

ჯენიფერმა კი Ralph Lauren-ის კაბა მოიხდინა.

Justin Bieber

ჯასტინ ბიბერი კამერების წინ Drew House-ის კოსტიუმით გამოჩნდა, მისმა ცოლმა, ჰეილიმ კი Saint Laurent-ის კაბა მოირგო.

Normani

ამერიკელმა მომღერალმა და მოცეკვავემ საღამოსთვის Valentino-ს კაბა შეარჩია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული