Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიშის რეაქცია ჯენიფერ ლოპესის MTV VMA-ზე გამოსვლისას

ქალაქ ნიუ იორკში, ბერკლის ცენტრში გამართული ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოების, MTV VMA-ის სცენაზე 52 წლის მომღერალ ჯენიფერ ლოპესის მოულოდნელ გამოჩენას დამსწრეები ფეხზე წამოდგომითა და ოვაციებით შეხვდნენ. თუმცა, მათ შორის არ ყოფილა 19 წლის ბილი აილიში, რომლის რეაქციაც მაყურებლებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.

► ნახეთ: 2021 წლის MTV VMA-ის გამარჯვებულები

► ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს MTV Video Music Awards-ის წითელ ხალიჩაზე

"ბილი აილიშმა არც ეს იცის, ვინაა", - წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი.

"ბილისა და ჯეილოს რაიმე უთანხმოება აქვთ?".

"საღამოს საუკეთესო მომენტია. მიხარია, რომ ჯეილოს ჩემ გარდა სხვაც ვერ იტანს".

ღონისძიების სცენაზე ჯენიფერ ლოპესი დავით კომახიძის სამოსში გამოწყობილი გამოჩნდა და წლის საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში გამარჯვებული დაასახელა. ეს ჯილდო ოლივია როდრიგოს ჰიტს Driving License ერგო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული