Thumbnail

ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს MTV Video Music Awards-ის წითელ ხალიჩაზე

ქალაქ ნიუ იორკში, ბრუკლინში მდებარე ბერკლის ცენტრში ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოება MTV Video Music Awards გაიმართა. შოუს სტუმრებმა ცერემონიის დაწყებამდე ტრადიციულად წითელ ხალიჩაზე მოიყარეს თავი. 

► ნახეთ: 2021 წლის MTV VMA-ის გამარჯვებულები

წარმოგიდგენთ იმ მუსიკოსების ფოტოსურათებს, რომლებიც ღონისძიების დაწყებამდე კამერებმა აღბეჭდეს.

Doja Cat

მუსიკოსმა საღამოსთვის ვივიენ ვესტვუდის დიზაინით შექმნილი სამოსი შეარჩია.

Kacey Musgraves

მომღერალმა კეისი მასგრეივსმა "ვალენტინოს" ოტ-კუტიურ კოლექციაზე შეაჩერა არჩევანი.

Lil Nas X

ღონისძიების მთავარ ნომინაციაში, წლის საუკეთესო ვიდეორგოლის კატეგორიაში გამარჯვებულმა მუსიკოსმა წითელ ხალიჩაზე "ვერსაჩეს" ღია იასამნისფერ სამოსში გამოწყობილმა გაიარა. 

Billie Eilish

უცნობია, რომელ დიზაინერს სთხოვა დახმარება პოპვარსკვლავმა, ბილი აილიშმა. ის კამერების წინ შავ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში პოზირებდა.

Camila Cabello

კამილა ბერკლის ცენტრს Alexis Mabille-ის კაბაში გამოწყობილი ესტუმრა.

Olivia Rodrigo

"ვერსაჩეს" კაბა ჩაიცვა პოპ მუსიკის ამომავალმა ვარსკვლავმა, 18 წლის ოლივია როდრიგომ.

Saweetie

ჰიპ ჰოპ არტისტმა, სოუითიმ საღამოსთვის "ვალენტინოს" კაბა შეარჩია.

Machine Gun Kelly

მეშინ გან ქელი MTV-ის დაჯილდოების ცერემონიაზე შეყვარებულთან, მსახიობ მეგან ფოქსთან ერთად მივიდა.

Avril Lavigne

კანადელმა ავრილ ლავინმა Area & Cristahlea-ს ვარდისფერი სამოსი მოირგო.

Busta Rhymes

ცერემონიაზე გამოჩნდა რეპერი ბასტა რაიმსიც.

Travis Barker

დრამერი ტრევის ბარკერი დაჯილდოებაზე შეყვარებულ კორტნი კარდაშიანთან ერთად მივიდა. ეს წითელ ხალიჩაზე წყვილის სადებიუტო გამოჩენა გახლდათ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული