Thumbnail

ნახეთ: ბრიუს სპრინგსტინი კომპოზიციას I’ll See You in My Dreams ასრულებს

ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბრიუს სპრინგსტინმა ნიუ იორკში 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე კომპოზიცია I’ll See You in My Dreams შეასრულა. სიმღერა მუსიკოსის მიერ 2020 წელს გამოცემულ ალბომში Letter To You შედის.

► ნახეთ: ბრიუს სპრინგსტინმა Ghosts და I'll See You in My Dreams შეასრულა

მანჰეტენზე განთავსებულ ტერაქტის მსხვერპლთა მემორიალთან შეკრებილთა შორის იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი, ასევე, ქვეყნის ყოფილი ხელმძღვანელები, ბარაკ ობამა და ბილ კლინტონი. სპრინგსტინი აუდიტორიის წინაშე წუთიერი დუმილის შემდეგ წარდგა და სიმღერა აკუსტიკური გიტარის თანხლებით შეასრულა.

ბრიუს სპრინგსტინმა შემოქმედებითი კარიერა 1964 წელს დაიწყო. 1973 წელს როკ მუსიკოსმა სადებიუტო ნამუშევარი Greetings from Asbury Park, N.J. გაავრცელა. ამის შემდეგ მან 20 სტუდიური და 6 ლაივ ალბომი გამოსცა. 20 გრემის, 2 ოქროს გლობუსისა და ოსკარის მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 135 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული