Thumbnail

მოუსმინეთ: Explosions in the Sky ახალ კომპოზიციას Flying ავრცელებს

ამერიკული პოსტ როკ ჯგუფი Explosions in the Sky ტელეკომპანია PBS-ის ახალი დოკუმენტური ფილმის Big Bend: The Wild Frontier of Texas საუნდტრეკების ალბომიდან კიდევ ერთ კომპოზიციას Flying ავრცელებს. სტუდიური ჩანაწერი, რომელზეც ბენდმა მუშაობა 2019 წელს დაიწყო, 1 ოქტომბერს გამოიცემა.

► მოუსმინეთ: Explosions in the Sky - Climbing Bear 

Explosions in the Sky ტექსასის შტატის ქალაქ ოსტინში 1999 წელს შეიქმნა. მომდევნო წელს მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი How Strange, Innocence გაავრცელეს. პოსტ როკ კოლექტივს დრომდე შვიდი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. ჯგუფს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: Your Hand in Mine და First Breath After Coma მოუტანა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული