Thumbnail

მოუსმინეთ: Baby Keem x Kendrick Lamar - Range Brothers

 

ახალგაზრდა კალიფორნიელი რეპერი, ჰაკიმ ჯამალ კარტერ უმცროსი, სასცენო სახელით Baby Keem და მისი ბიძაშვილი, თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ქენდრიქ ლამარი კიდევ ერთ კოლაბორაციულ ნამუშევარს Range Brothers ავრცელებენ. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში ორმა შემსრულებელმა მსმენელს კომპოზიცია Family Ties და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპი შესთავაზა.

ნახეთ: Baby Keem x Kendrick Lamar - Family Ties

ბეიბი კიმმა შემოქმედებითი კარიერა 2017 წელს დაიწყო. მომდევნო წელს არტისტმა სადებიუტო მიქსტეიპი The Sound Of A Bad Habit გაავრცელა, 2019 წელს კი რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი Die For My Bitch გამოსცა.

ქენდრიქ ლამარმა კი მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2012 წელს გავრცელებული ნამუშევრით Good Kid, M.A.A.D City გახდა. მისი დისკოგრაფია კომერციულად წარმატებულ 4 სტუდიურ ალბომსა და რამდენიმე ხარისხიან პროექტს აერთიანებს. მსოფლიო მასშტაბით, არტისტის ჩანაწერების 10 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ქენდრიქის მიერ 2017 წელს გავრცელებულმა ბოლო ალბომმა DAMN. მას არნახული წარმატება მოუტანა. მსოფლიო მასშტაბით ნამუშევრის 5 მილიონზე მეტი ეგზემპლარია რეალიზებული. სხვა ჯილდოებთან ერთად, ჩანაწერმა გრემიზე წლის საუკეთესო რეპ ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა. ამასთან, ხსენებული ნამუშევრისთვის კომპტონელმა ემსიმ პულიცერის პრემია დაიმსახურა. ლამარი პირველი რეპერია, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია. აქამდე, პულიცერის ისტორიაში, მხოლოდ ჯაზისა და კლასიკური მუსიკის შემსრულებლები იმარჯვებდნენ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული