Thumbnail

მოუსმინეთ: დენი ელფმანი და Squarepusher კომპოზიციის We Belong რემიქსს ავრცელებენ

ცნობილი ამერიკელი კომპოზიტორი და შემსრულებელი, დენი ელფმანი და ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე ბრიტანელი არტისტი, ტომ ჯენკინსონი, სასცენო სახელით Squarepusher, კომპოზიციის We Belong რემიქსს ავრცელებენ. ორიგინალი ნამუშევარი ელფმანის ბოლო ალბომში Big Mess შედის, რომელიც მუსიკოსმა 37-წლიანი პაუზის შემდეგ გამოაქვეყნა.

ნახეთ: დენი ელფმანი და ტრენტ რეზნორი კომპოზიციას True ავრცელებენ

დენი ელფმანმა მუსიკალური კარიერა 1979 წელს ჯგუფში Oingo Boingo დაიწყო, რომლის შემოქმედებაც ნიუ ვეივსა და სკა პანკს აერთიანებდა. ორი წლის შემდეგ კოლექტივმა სადებიუტო ალბომი Only a Lad გაავრცელა. 1985 წელს ელფმანმა ცნობილი რეჟისორის, ტიმ ბარტონის მიწვევით მხატვრული ფილმის Pee-wee's Big Adventure საუნდტრეკი შექმნა, 1994 წელს კი ბენდი დატოვა და მთლიანად კინოსურათებისთვის მუსიკის წერაზე გადაერთო. ოსკარის ოთხი ნომინაციისა და გრემის მფლობელ ელფმანს მუსიკალური გაფორმება საერთო ჯამში 100-ზე მეტი ფილმისთვის აქვს შექმნილი.

Squarepusher-ის სახელით ცნობილმა ტომ ჯენკინსონმა კი შემოქმედებითი კარიერა 1992 წელს დაიწყო. სადებიუტო ალბომი სახელწოდებით Feed Me Weird Things მუსიკოსმა 1996 წელს გაავრცელა. მისი ცნობილი კომპოზიციებია Dark Steering და Hello Meow. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული