Thumbnail

ნახეთ: King Krule ფილმს You Heat Me Up, You Cool Me Down ავრცელებს

ბრიტანელმა მუსიკოსმა King Krule ფილმი სახელწოდებით You Heat Me Up, You Cool Me Down გაავრცელა. ვიზუალური ნამუშევარი ამავე სახელწოდების მქონე ლაივ ალბომს უძღვის წინ, რომელიც გაყიდვაში 10 სექტემბერს ჩაეშვება.

აღსანიშნავია, რომ მცირე ხნის წინ არტისტმა მსმენელს ამავე ნამუშევარში შესული სიმღერის Stoned Again შესრულების ამსახველი ვიდეო წარუდგინა.

ნახეთ: King Krule კომპოზიციას Stoned Again ასრულებს

არჩი მარშალმა, სასცენო სახელით King Krule, შემოქმედებითი კარიერა 2010 წელს დაიწყო. 2013 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი 6 Feet Beneath the Moon გაავრცელა. მუსიკოსის შემოქმედება პოსტ პანკს, პანკ ჯაზს, ჰიპ ჰოპს, დარქვეივსა და ტრიპ ჰოპს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული