Thumbnail

მოუსმინეთ: Sufjan Stevens და Angelo De Augustine ორ ახალ სიმღერას ავრცელებენ

ამერიკელმა მუსიკოსებმა, სუფიან სტივენსმა და ანჯელო დე ოგუსტინმა ორი ახალი კომპოზიცია Cimmerian Shade და You Give Death A Bad Name გაავრცელეს. ნამუშევრები მათ მომავალ კოლაბორაციულ ალბომში A Beginner's Mind შევა, რომელიც 24 სექტემბერს გამოიცემა.

► ნახეთ: Sufjan Stevens & Angelo De Augustine - Back to Oz | Fictional California

აღსანიშნავია, რომ ალბომი ორი მუსიკოსის მიერ ერთად ნანახი მხატვრული ფილმების შთაგონებით იწერება. სიმღერების Cimmerian Shade და You Give Death A Bad Name ინსპირაცია კინოსურათები "კრავთა დუმილი" და "ცოცხალი მკვდრების ღამე" გახდა. 

სუფიან სტივენსმა შემოქმედებითი კარიერა 1995 წელს დაიწყო. 1999-ში მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი A Sun Came გაავრცელა. სტივენსს კომერციული წარმატება 2005 წელს გამოცემულმა სტუდიურმა ჩანაწერმა Illinois მოუტანა. ნამუშევარში შესულმა სინგლმა Chicago ამერიკული გამოცემა Billboard-ის ერთ-ერთ ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. 2017 წელს სტივენსმა რეჟისორ ლუკა გუადანინოს კინოსურათისთვის Call Me by Your Name ორი ტრეკი შექმნა. ერთ-ერთი მათგანი Mystery of Love რიგით 90-ე ოსკარის ცერემონიაზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. მომდევნო წელს მუსიკოსი ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრად მიიღეს.

ანჯელო დე ოგუსტინმა კი შემოქმედებითი კარიერა 2014 წელს დაიწყო. ამავე წელს მუსიკოსმა სადებიუტო სტუდიური ნამუშევარი Spirals Of Silence გაავრცელა. არტისტს ამ დრომდე ოთხი ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული