Thumbnail

მოუსმინეთ: G-Eazy ახალ კომპოზიციას The Announcement ავრცელებს

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯერალდ ჯილამმა, ფსევდონიმით G-Eazy, ახალი კომპოზიცია სახელწოდებით The Announcement გამოაქვეყნა.

ტრეკი მუსიკოსის მომავალ ალბომში These Things Happen Too იქნება წარმოდგენილი, რომლის გაყიდვაში ჩაშვებაც 24 სექტემბერს იგეგმება. ჩანაწერი რეპერის მიერ 2014 წელს გამოშვებული სადებიუტო სტუდიური ნამუშევრის These Things Happen ერთგვარი გაგრძელება იქნება. კიდევ ორი კომპოზიცია ამ ალბომიდან Running Wild და A Little More არტისტმა მიმდინარე წლის თებერვალსა და აგვისტოში გაავრცელა. 

► მოუსმინეთ: G-Eazy x KIana Lede - A Little More

► ნახეთ: G-Eazy x Kossisko - Running Wild

ჯერალდ ჯილამმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 და 2015 წლის ალბომებით These Things Happen და When It's Dark Out გახდა. 2017 წლის დეკემბერში კი არტისტმა გაყიდვაში სტუდიური ნამუშევარი The Beautiful & Damned ჩაუშვა. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში მესამე პოზიციაზე გავიდა და პლატინის სტატუსიც მოიპოვა. 2020 წელს კალიფორნიელმა მუსიკოსმა ექსპერიმენტს მიმართა და პოპ როკით შთაგონებული ალბომი Everything's Strange Here გამოუშვა, რომელმაც თაყვანისმცემლების მოწონება ვერ დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული