Thumbnail

ნახეთ: Lorde ბრიტნი სპირსის სიმღერას Break the Ice ასრულებს

ცნობილმა ახალზელანდიელმა მუსიკოსმა Lorde ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის სიმღერა Break the Ice დააქავერა. გამოცემა Vogue-ისთვის ნიუ იორკის ბოტანიკურ ბაღში გადაღებულ ვიდეოში არტისტის მიერ თავის ბოლო სტუდიური ალბომში Solar Power შესული კომპოზიციის Fallen Fruit შესრულების ხილვაცაა შესაძლებელი. 

► მოუსმინეთ: Lorde ახალ ალბომს Solar Power ავრცელებს

ორი გრემის მფლობელმა ელა იელიჩ-ო'კონორმა, სასცენო სახელით Lorde, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. 2013-14 წლებში ჟურნალმა Time ის მსოფლიოს ყველაზე გავლენიან თინეიჯერ მომღერლად დაასახელა. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Royals, Tennis Court და Team მოუტანა.
 

კომენტარები

ბოლოს დამატებული