Thumbnail

ნახეთ: Tricky ახალი პროექტით Lonely Guest კომპოზიციას On a Move ავრცელებს

ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი Tricky თავისი ახალი პროექტის Lonely Guest ფარგლებში კომპოზიციას On a Move ავრცელებს. ჩანაწერში განური წამოშობის ჰიპ ჰოპ არტისტი და პროდიუსერი Kway მონაწილეობს. ტრეკი პროექტისვე სახელწოდების მქონე სტუდიურ ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ლეიბლი False Idols მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს გამოუშვებს. 

► მოუსმინეთ: Tricky-მ სტუდიური ჩანაწერი 20,20 გაავრცელა

ტრიპ ჰოპის პიონერმა, ედრიან თოუსმა, სასცენო სახელით Tricky, მოღვაწეობა 1985 წელს დაიწყო. კარიერის დასაწყისში ის ცნობილ ბრიტანულ ჯგუფთან Massive Attack თანამშრომლობდა, 1995 წელს კი სადებიუტო სოლო ალბომი Maxinquaye გამოსცა. თრიქის ისეთ მუსიკოსებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან: Björk, PJ Harvey და სხვები. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული