Thumbnail

ნახეთ: ლანა დელ რეიმ ახალ სიმღერაზე Arcadia გადაღებული ვიდეო გაავრცელა

ცნობილმა ამერიკელმა შემსრულებელმა, ლანა დელ რეიმ ახალ სიმღერაზე Arcadia გადაღებული ვიდეო გაავრცელა. კომპოზიცია მის მომავალ, რიგით მერვე ალბომში Blue Banisters იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 22 ოქტომბერს ჩაეშვება. კლიპის რეჟისორი თავად მუსიკოსი გახლავთ. 

მიმდინარე წლის მაისში გამოქვეყნებული კომპოზიციების Blue Banisters, Wildflower Wildfire და Text Book შემდეგ, Arcadia უკვე მეოთხე სინგლია, რომელიც ლანა დელ რეიმ ახალი სტუდიური ჩანაწერიდან გაავრცელა. ამ უკანასკნელის გამოშვების თარიღად თავდაპირველად 4 ივლისი დასახელდა, თუმცა შემდგომში ის შემოდგომისთვის გადაიდო. 

► ლანა დელ რეიმ სამი ახალი სიმღერა: Blue Banisters, Wildflower Wildfire და Text Book გაავრცელა.

ლანა დელ რეიმ მუსიკალური კარიერა 2005 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება ტრაგიკული პირადი ურთიერთობებით, ვინტაჟური ესთეტიკითა და მელანქოლიური განცდებითაა შთაგონებული. მომღერლის აქტივში ისეთ არტისტებთან თანამშრომლობაა, როგორებიც არიან: The Weeknd, ASAP Rocky და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული