Thumbnail

ნახეთ: Cas - პანიკური შეტევა

ჰიპ ჰოპ არტისტი ლაშა აბრამიძე, სასცენო სახელით Cas, ახალ კომპოზიციას "პანიკური შეტევა" და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ჩანაწერი, რომლის პროდიუსერიც თავად ლაშა გახლავთ, მუსიკოსის სტუდიაში Ghost Records არის ჩაწერილი.

ლაშა აბრამიძემ მუსიკალური კარიერა ინგლისურენოვან როკ ბენდში Duality დაიწყო. არტისტი ჯგუფში 2003-07 წლებში მოღვაწეობდა. მოგვიანებით მუსიკოსმა ძალები სხვა ჟანრშიც მოსინჯა და ჰიპ ჰოპ მუსიკის შექმნას შეუდგა. მისი პირველი ოფიციალური ტრეკი "ჩემი ნება რომ იყოს" 2016 წელს გამოიცა. რეპერის პოპულარული კომპოზიციებია "მე მინდა მეტი", "ზომბი ვარ", "ნეტა ვინ" და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული