Thumbnail

ნახეთ: Maxo Kream და Tyler, the Creator კომპოზიციას Big Persona ავრცელებენ

ახალგაზრდა ჰიუსტონელმა რეპერმა, ემეკვანე ბიოსამ, სასცენო სახელით Maxo Kream, ახალ კომპოზიციაზე Big Persona გადაღებული ვიდეო გაავრცელა. მასთან ერთად ნამუშევარში თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, გრეგორი ოკონმა, ფსევდონიმით Tyler, The Creator, მონაწილეობს. ჩანაწერი მექსო ქრიმის რიგით მეორე სტუდიურ ალბომში Weight of the World შევა, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოიცემა.

► ნახეთ: Maxo Kream ვიდეორგოლს Drizzy Draco ავრცელებს 

► ნახეთ: Maxo Kream თავის კონცერტზე მსმენელს ფიზიკურად გაუსწორდა 

მექსო ქრიმმა მუსიკალური კარიერა 2012 წელს დაიწყო. რეპერი არჩევანს ჰიპ ჰოპის ქვემიმდინარეობაზე, დრილზე აკეთებს. ჰიუსტონელი არტისტი უკვე რამდენიმე წელია, იატაკქვეშეთში პოპულარობით სარგებლობს, თუმცა, ის ფართო საზოგადოებამ 2018 წლის სტუდიური ჩანაწერით Punken გაიცნო. შემსრულებლის ცნობილი კომპოზიციებია: Grannies, G3, ROACHES, FETTI, Big Homies, Meet Again და სხვა. 2019 წელს რეპერმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Brandon Banks ჩაუშვა.  

ტაილერმა კი შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო და კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი Goblin გაყიდვაში 2011 წელს ჩაეშვა. ამავე წელს ტელეკომპანია MTV-მ შემსრულებელი წლის საუკეთესო ახალბედა რეპერად დაასახელა. 2017 წელს გამოშვებული Flower Boy კი საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ნომინანტებს შორის მოხვდა. 2019 წლის დასაწყისში მუსიკოსმა გაყიდვაში რიგით მეხუთე სტუდიური ნამუშევარი IGOR ჩაუშვა, რომელმაც კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერმა ტაილერს საუკეთესო რეპ ალბომის ნომინაციაში პირველი გრემის ჯილდო მოუტანა. ამდროისთვის ბოლო ჩანაწერი Call Me If You Get Lost არტისტმა 2021 წლის ზაფხულში გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული