Thumbnail

ნახეთ: კამასი ვაშინგტონმა Metallica-ს სიმღერა My Friend of Misery დააქავერა

ცნობილმა ამერიკელმა ჯაზ მუსიკოსმა, კამასი ვაშინგტონმა ლეგენდარული მეტალ ბენდის, Metallica-ს კომპოზიცია My Friend of Misery დააქავერა. ნამუშევრის გაყიდვებიდან შემოსული თანხა ჯგუფის მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ფონდს All Within My Hands Foundation და ორგანიზაციას Positive East გადაეცემა, რომელიც აივ ინფექციით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება.

► ნახეთ: რინა სავაიამამ Metallica-ს ჰიტი Enter Sandman დააქავერა

კამასი ვაშინგტონის ქავერი 53 მუსიკოსის მონაწილეობით ჩაწერილ ალბომში The Metallica Blacklist შევა, რომელიც The Black Album-ის სახელით ცნობილი, ჯგუფის რიგით მეხუთე სტუდიური ნამუშევრის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცემა. ის ციფრულ პლატფორმებზე 10 სექტემბერს, ვინილისა და CD-ის სახით კი პირველ ოქტომბერს გავრცელდება.

აღსანიშნავია, რომ ამ ალბომისთვის Metallica-ს კომპოზიციების საკუთარი ვერსიები ისეთმა არტისტებმა ჩაწერეს, როგორებიც არიან მაილი საირუსიფიბი ბრიჯერსიWeezer და სხვა.

საქსოფონისტმა კამასი ვაშინგტონმა მოღვაწეობა 2000 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას ისეთ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: ლორინ ჰილი, ნასი, სნუპ დოგი, ქენდრიქ ლამარი და სხვები. ამ დრომდე მას 4 სოლო ალბომი აქვს გამოცემული. 2020 წლიდან კამასი სუპერჯგუფის Dinner Party წევრია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული