Thumbnail

რატომ აღარ უნდოდა ჯონგუქს BTS-ის წევრობა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის წევრი, ჯონგუქი მუსიკალურმა ლეიბლებმა კორეულ ტალანტების შოუში Superstar K მონაწილეობისას აღმოაჩინეს. ერთ-ერთი შეთავაზება მან კომპანია HYBE-ისგან მიიღო, რომელსაც მაშინ Big Hit Entertainment ერქვა და "ბითიესის" ჩამოყალიბების პროცესში იყო. იმ პეროდში ჯგუფში უკვე ირიცხებოდნენ შუგა, ჯეი ჰოუპი, ჯინი და არემი.

ჯონგუქი: შეიძლება, ჩემი პრობლემა იმაშია, რომ BTS-ის რიტმს ფეხს ვერ ვუწყობ

"შოუში გამოჩენის შემდეგ შვიდი სხვადასხვა სააგენტოდან დამირეკეს, მე კი არჩევანი Big Hit-ზე შევაჩერე, რადგან არემი ძალიან მაგარი ტიპი იყო", - იხსენებდა ჯონგუქი ადგილობრივი ტელეკომპანია Mnet-ის გადაცემაში New Yang Nam Show.

ჯონგუქი ტალანტების შოუში

BTS-მა მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. ამ დროს ჯონგუქი, რომელიც ჯგუფის ყველაზე უმცროსი წევრია, მხოლოდ 15 წლის იყო. თუმცა, მანამდე მას კოლექტივის შემადგენლობაში ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდის გავლა მოუხდა. ის ცეკვის სასწავლებლად ერთი თვით ლოს ანჯელესშიც კი გაგზავნეს. ერთ-ერთ ბლოგპოსტში ჯონგუქმა ეს პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ სწორედ ამის შემდეგ გაუჩნდა ბენდიდან წასვლის სურვილი.

BTS-ის ჯონგუქს ჰკითხეს, რომელიმე მუსიკოსისთვის თუ მიუბაძავს

"მახსოვს, პირველ დღეს ცეკვის 2-3 გაკვეთილი ჩამიტარეს, მაგრამ, იმასთან შედარებით, რაც წარმომედგინა, ეს არც ისე რთული აღმოჩნდა. თუმცა, მეორე გაკვეთილიდან უკვე ნერვების მოთოკვა გამიჭირდა. არ მესმოდა ენა, რომელზეც მელაპარაკებოდნენ. ბევრს ვვარჯიშობდი ცეკვაში, ხშირად მიწევდა ტანსაცმლის გამოცვლა და სამრეცხაოში კვირაში ორჯერ მივდიოდი, რაც საკმაოდ გამაღიზიანებელი იყო", - იხსენებდა ჯონგუქი.

მისი თქმით, როდესაც კორეაში დაბრუნდა, უკვე მოცეკვავეობა სურდა და არა მომღერლობა, ამიტომ ჯგუფიდან წასვლაზე დაფიქრდა.

"ამერიკაში ვიყავი და უეცრად, BTS-ში ყოფნის ნაცვლად, მომინდა, მოცეკვავე გავმხდარიყავი. მხოლოდ ის მსურდა, რომ მეცეკვა. ბიჭებმა ნაყინი მიყიდეს, დარჩენაში რომ დავერწმუნებინე", - წერდა თავის ბლოგზე მუსიკოსი.

რატომ გაუჭირდა BTS-ის ჯონგუქს ჰიტის Dynamite შესრულება

BTS სეულში ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს "ბითიესი" ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. ბიჭებმა 2021 წლის გრემიზე ნომინაციაც მიიღეს ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Dynamite.

კომენტარები

ბოლოს დამატებული