Thumbnail

BTS-ის RM: სხვა გზა არ იყო, ინგლისურად სიმღერა უნდა დაგვეწყო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS, სამი წლის შემდეგ ჟურნალ Billboard-ის სექტემბრის ნომრის გარეკანზე მოხვდა. გამოცემის გვერდებზე კოლექტივის წევრებთან ჩაწერილი ინტერვიუ დაიბეჭდა, რომელშიც სხვა თემებთან ერთად საუბარი შეეხო იმას, თუ რატომ დაიწყეს ბიჭებმა ბოლო პერიოდში ინგლისურ ენაზე სიმღერა. ცნობისთვის, 2020 წლიდან მოყოლებული "ბითიესმა" სამი ინგლისურენოვანი სინგლი: Butter, Permission To Dance და Dynamite გაავრცელა.

ნახეთ: BTS და Megan Thee Stallion კომპოზიციის Butter რემიქსს ავრცელებენ

როგორც "ბილბორდი" წერს, ჯგუფის ყველა წევრი არ მოხიბლულა ინგლისურ ენაზე სიმღერის იდეით. მათ შორის არის არემი, რომელიც 2019 წელს Entertainment Weekly-სთან ინტერვიუში ამბობდა:

"ჩარტების სათავეში მოსახვედრად ჩვენი იდენტობის შეცვლა არ გვინდა. თუ უეცრად მხოლოდ ინგლისურად მღერაზე გადავერთვებით და მსგავს ცვლილებებს დავიწყებთ, ეს უკვე BTS აღარ იქნება".

როგორც არემმა ახალ ინტერვიუში აღნიშნა, ინგლისურ ენაზე სიმღერასთან დაკავშირებით აზრი კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილმა სიტუაციამ შეაცვლევინა. მისი თქმით, ეს იყო სასიცოცხლო ნაბიჯი საიმისოდ, რომ პანდემიის პირობებში კოლექტივს საერთაშორისო დონეზე წარმატებით მოღვაწეობა გაეგრძელებინა.

BTS: დიდ მნიშვნელობას აღარ ვანიჭებთ, რა ენაზე ვიმღერებთ

"სხვა არჩევანი არ გვქონდა", - აღნიშნავს 26 წლის მუსიკოსი.

არემი  Billboard-ის ფოტოსესიაში

შუგა საუბრობს, რატომ არ შეცვლიდა არაფერს BTS-ის სიმღერებში

BTS 2013 წელს სეულში ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს "ბითიესი" ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. ბიჭებმა 2021 წლის გრემიზე ნომინაციაც მიიღეს ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Dynamite.

კომენტარები

ბოლოს დამატებული