Thumbnail
ფოტო: Getty Images

ბერლინის 70 ღამის კლუბი ულტრანაციონალისტურ მარშს გააპროტესტებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

გერმანული გამოცემა "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ბერლინის 70 ღამის კლუბი ულტრანაციონალისტური პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) მარშს გააპროტესტებს.

ხსენებული პოლიტიკური გაერთიანება ანტიისლამურ მოძრაობა PEGIDA-სთან ერთად მსვლელობას 27 მაისს, ბერლინის ცენტრალური სადგურიდან, ბრანდენბურგის ჭიშკრამდე გამართავს. დაგეგმილ აქციას გერმანიის კანცლერმა ანგელმა მერკელმა "უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ანგარიშსწორების დღე" უწოდა.

მერკელის შემდეგ, მარშს ბერლინური კლუბების გაერთიანებაც გამოეხმაურა. 

ბერლინის საკლუბო კულტურა ყველა იმ ღირებულებას აერთიანებს, რაც ნაცისტებს სძულთ. ჩვენ ვართ პროგრესულები, ქვიარ აქტივისტები, ფემინისტები, ანტირასისტები, უცნაურები და ფერადები. ჩვენს საცეკვაო მოედანზე ნებისმიერი წარსულის მქონე ადამიანები ერთიანდებიან, განსხვავებული სურვილებით, ცვალებადი იდენტობით და კარგი გემოვნებით. ჩვენი რეივი დაამარცხებს მათ მარშს".

კონტრაქციას, ღამის კლუბების გარდა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია და სახალხო მოძრაობა შეურთდება. მათი ლოზუნგი კი ასეთი იქნება - "შევაჩეროთ სიძულვილი".

კომენტარები

ბოლოს დამატებული