Thumbnail

ნახეთ: IDLES-მა Metallica-ს კომპოზიციის The God That Failed ქავერი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანულმა ჯგუფმა IDLES ლეგენდარული ამერიკული ბენდის, Metallica-ს კომპოზიციის The God That Failed ქავერი და მასზე შექმნილი კლიპი გაავრცელა. ვიზუალური ნამუშევრის ავტორი აარონ ჰაიმსი გახლავთ. სიმღერის გაყიდვებიდან შემოსული თანხა "მეტალიკას" მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ფონდს All Within My Hands Foundation და ორგანიზაციას The Trussell Trust გადაეცემა, რომელიც სოციალურად დაუცველ ადამიანებს საკვებით ეხმარება.

IDLES-ის ქავერი 53 მუსიკოსის მონაწილეობით ჩაწერილ ალბომში The Metallica Blacklist შევა, რომელიც The Black Album-ის სახელით ცნობილი, ჯგუფის რიგით მეხუთე სტუდიური ნამუშევრის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცემა. ის ციფრულ პლატფორმებზე 10 სექტემბერს, ვინილისა და CD-ის სახით კი პირველ ოქტომბერს გავრცელდება.

► "მეტალიკა" The Black Album-ის განახლებულ ვერსიასა და ქავერ ალბომს გამოუშვებს

აღსანიშნავია, რომ ამ ალბომისთვის Metallica-ს კომპოზიციების საკუთარი ვერსიები ისეთმა არტისტებმა ჩაწერეს, როგორებიც არიან მაილი საირუსიფიბი ბრიჯერსიWeezer და სხვა.

IDLES ბრისტოლში 2012 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფმა სადებიუტო ნამუშევარი Brutalism 2017 წელს გამოსცა, მომდევნო წელს კი მუსიკოსებმა მორიგი ალბომი Joy as an Act of Resistance გაავრცელეს. ბენდის ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია Mother და Well Done.

კომენტარები

ბოლოს დამატებული