Thumbnail

ნახეთ: რინა სავაიამამ Metallica-ს ჰიტი Enter Sandman დააქავერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

იაპონური წარმოშობის ბრიტანელმა მუსიკოსმა, რინა სავაიამამ ლეგენდარული ამერიკული კოლექტივის, Metallica-ს ჰიტი Enter Sandman დააქავერა. კომპოზიციის გაყიდვებიდან შემოსული თანხა ჯგუფის მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ფონდს All Within My Hands Foundation და ორგანიზაციას Positive East გადაეცემა, რომელიც აივ ინფექციით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება.

სავაიამას ქავერი 53 მუსიკოსის მონაწილეობით ჩაწერილ ალბომში The Metallica Blacklist შევა, რომელიც The Black Album-ის სახელით ცნობილი, ჯგუფის რიგით მეხუთე სტუდიური ნამუშევრის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცემა. ის ციფრულ პლატფორმებზე 10 სექტემბერს, ვინილისა და CD-ის სახით კი პირველ ოქტომბერს გავრცელდება.

► "მეტალიკა" The Black Album-ის განახლებულ ვერსიასა და ქავერ ალბომს გამოუშვებს

აღსანიშნავია, რომ ამ ალბომისთვის Metallica-ს კომპოზიციების საკუთარი ვერსიები ისეთმა არტისტებმა ჩაწერეს, როგორებიც არიან მაილი საირუსიფიბი ბრიჯერსიWeezer და სხვა.

რინა სავაიამამ შემოქმედებითი კარიერა 2013 წელს დაიწყო. რამდენიმე სინგლის გამოცემის შემდეგ, 2017 წელს არტისტმა პირველი EP სახელწოდებით Rina გაავრცელა. 2020 წელს კი მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი SAWAYAMA გამოაქვეყნა, რომელმაც კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული