Thumbnail

ნახეთ: BTS და Megan Thee Stallion კომპოზიციის Butter რემიქსს ავრცელებენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS კომპოზიციის Butter რემიქსი გაავრცელა. ჩანაწერში ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტი, მეგან პიტი, ფსევდონიმით Megan Thee Stallion, მონაწილეობს. ტრეკის ორიგინალი ვერსია ბენდმა მიმდინარე წლის მაისში გამოსცა.

► ნახეთ: BTS ვიდეორგოლს Butter ავრცელებს

► ნახეთ: BTS სიმღერის Butter ორ ახალ რემიქსს ავრცელებს

► BTS-ის სინგლმა Butter იუთუბზე რეკორდი დაამყარა

BTS 2013 წელს სეულში ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს "ბითიესი" ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. ბიჭებმა 2021 წლის გრემიზე ნომინაციაც მიიღეს ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Dynamite.

მეგანმა კი მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო და მსმენელს რამდენიმე სინგლი მალევე შესთავაზა. თუმცა, ჰიუსტონელმა არტისტმა სადებიუტო EP მხოლოდ 4 წლის შემდეგ გაავრცელა. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2019 წლის მიქსტეიპით Fever გაიცნო. 2020 წლის მარტში მეგანმა გაყიდვაში კიდევ ერთი ჩანაწერი სახელწოდებით SUGA ჩაუშვა. სტუდიური ნამუშევრის სინგლმა Savage ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი პოზიცია დაიკავა. იმავე წლის მიწურულს სამხრეთელი რეპერის სადებიუტო ალბომი Good News გამოიცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული