Thumbnail

მოუსმინეთ: Explosions in the Sky - Climbing Bear

ამერიკული პოსტ როკ ჯგუფი Explosions in the Sky ტელეკომპანია PBS-ის ახალი დოკუმენტური ფილმის Big Bend: The Wild Frontier of Texas საუნდტრეკების ალბომიდან ერთ-ერთ კომპოზიციას Climbing Bear ავრცელებს. სტუდიური ჩანაწერი, რომელზეც ბენდმა მუშაობა 2019 წელს დაიწყო, 1 ოქტომბერს გამოიცემა.

 

Explosions in the Sky ტექსასის შტატის ქალაქ ოსტინში 1999 წელს შეიქმნა. მომდევნო წელს მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი How Strange, Innocence გაავრცელეს. პოსტ როკ კოლექტივს დრომდე 7 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. ჯგუფს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: Your Hand in Mine და First Breath After Coma მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული