Thumbnail

ნახეთ: King Krule კომპოზიციას Stoned Again ასრულებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანელმა მუსიკოსმა King Krule მის მიერ კომპოზიციის Stoned Again შესრულების ამსახველი ვიდეო გაავრცელა, რომელიც 2020 წლის დასაწყისში, არტისტის მიერ თავისი რიგით მე-4 ალბომის Man Alive! მხარდამჭერი ტურნეს დროსაა გადაღებული. ნამუშევარი მუსიკოსის მომავალ ლაივ ალბომში You Heat Me Up, You Cool Me Down იქნება წარმოდგენილი, რომელიც 10 სექტემბერს გამოიცემა.

► ნახეთ: King Krule-მა Eyedress-ის ტრეკის Jealous რემიქსი გაავრცელა

► მოუსმინეთ: King Krule-მა ჯონ ლენონის ჰიტი Imagine დააქავერა

არჩი მარშალმა, სასცენო სახელით King Krule, შემოქმედებითი კარიერა 2010 წელს დაიწყო. 2013 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი 6 Feet Beneath the Moon გაავრცელა. მუსიკოსის შემოქმედება პოსტ პანკს, პანკ ჯაზს, ჰიპ ჰოპს, დარქვეივსა და ტრიპ ჰოპს აერთიანებს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული