Thumbnail

ნახეთ, რა ეცვათ ვარსკვლავებს 2018 წლის ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

გასულ ღამეს ლოს ანჯელესში 2018 წლის ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოება გაიმართა. პერფორმანსების გარდა, პოპვარსკვლავებმა თავი სამოსითაც დაგვამახსოვრეს. არტისტები ცერემონიაზე არაერთი ცნობილი დიზაინერის კაბაში გამოწყობილები გამოჩნდნენ.

► ნახეთ: 2018 წლის ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოების გამარჯვებულები

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა და დიჯეი ქალედმა ბილბორდის დაჯილდოებაზე სიმღერა Dinero შეასრულეს

► ბილბორდის დაჯილდოებაზე ჯენეტ ჯექსონმა სიმღერები Nasty, If და Throb შეასრულა

გთავაზობთ დაჯილდოების 10 საუკეთესოდ ჩაცმულ არტისტს:

ჯენიფერ ლოპესი

ამერიკელი სექსსიმბოლო თავისი ჩაცმულობით ყურადღებას ყოველთვის იქცევს. გამონაკლისი არც 2018 წლის ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოება აღმოჩნდა. არტისტი ცერემონიაზე რობერტო კავალის ტყავის კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა.

სიერა

პოპვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე თავს ჯულიენ მაკდონალდის კაბით იწონებდა.

დუა ლიპა

ინგლისელმა მუსიკოსმა არჩევანი ალექსანდრ ვუტიერის იასამნისფერ საღამოს კაბაზე გააკეთა.

ჰოლზი

ამერიკელი არტისტი ჰოლზი ცერემონიას მოდის სახლ Redemption-ის კაბით ესწრებოდა.

ტეილორ სვიფტი

ამერიკელი სუპერვასკვლავი წითელ ხალიჩაზე, ფოტოგრაფების წინაშე, თავს "ვერსაჩეს" კაბაში იწონებდა.

დემი ლოვატო

დემი ლოვატო დაჯილდოებისთვის კრისტიან დიორის ერთ-ერთ კაბაში გამოეწყო.

ჯენეტ ჯექსონი

ჯენეტ ჯექსონი წითელ ხალიჩაზე ლიბანელი დიზაინერის, რამი კადის თეთრ კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა.

BTS

კორეელი ბიჭები დაჯილდოებაზე "გუჩის" ფერად სამოსში გამოწყობილები მივიდნენ.

ბიბი რექსა

ამერიკელ პოპმუსიკოსს საღამოზე ქრისტიან სირიანოს შავი კაბა ეცვა.

კამილა კებეიო

2017 წლის ჰიტის Havana ავტორი დაჯილდოებაზე თავს "ჟივანშის" კაბაში იწონებდა.

ყველა ფოტო: Frazer Harrison 

კომენტარები

ბოლოს დამატებული