Thumbnail

ამერიკული ინდი როკ ჯგუფი My Morning Jacket ახალ კომპოზიციას Regularly Scheduled Programming და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების რიგით მეცხრე, ბენდისვე სახელწოდების მქონე ალბომში შევა, რომელიც 22 ოქტომბერს გამოიცემა.

► მოუსმინეთ: My Morning Jacket ალბომს The Waterfall II ავრცელებს

My Morning Jacket ქალაქ ლუისვილში 1998 წელს შეიქმნა. მომდევნო წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი The Tennessee Fire გაავრცელა. კოლექტივს ამ დრომდე 8 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. ბენდის შემოქმედება ინდი როკს, არტ როკსა და ფსიქოდელიურ როკს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული