Thumbnail

ნახეთ: ეისეფ როქიმ ალბომის გარეკანი და მასში მონაწილე არტისტების ვინაობა გაავრცელა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა გამორჩეულმა შემსრულებელმა რაკიმ მაიერსმა, ფსევდონიმით ASAP Rocky, ახალ ალბომზე TESTING მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ მუსიკოსმა ტვიტერის საშუალებით განაცხადა. პარალელურად, როქიმ სტუდიური ჩანაწერის გარეკანიც გამოაქვეყნა.

ცნობილმა ჟურნალისტმა ელიოტ უილსონმა კი იმ არტისტების ვინაობა გაამხილა, რომლებიც როქის ალბომში მონაწილეობენ. TESTING-ზე მუშაობისას, ჰარლემელმა რეპერმა გრაიმ არტისტთან Skepta, პოპულარულ მუსიკოს Kid Cudi-სთან და ლეგენდარულ შემსრულებელ Moby-სთან ითანამშრომლა.

5 აპრილს რაკიმმა ნამუშევრის მთავარი სინგლი A$AP Forever და მასზე გადაღებული ორიგინალური ვიდეორგოლი გაავრცელა. ტრეკმა მსმენელში პოპულარობა მალევე მოიპოვა და კრიტიკოსებისგანაც მაღალი შეფასება დაიმსახურა. ვარაუდობენ, რომ მუსიკოსის ალბომი 25 მაისს გავრცელდება, თუმცა, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დაუზუსტებელია.

ჰიპ ჰოპ არტისტმა მუსიკალური კარიერა 2010-იან წლებში დაიწყო. დღეს მისი შემოქმედება კომერციულად წარმატებულ ალბომებს Long.Live.A$AP და At.Long.Last.A$AP მოიცავს. სოლო კარიერის გარდა, რეპერი შემოქმედებითი გაერთიანების ASAP Mob ერთ-ერთი ლიდერია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული