Thumbnail
ფოტო: Michael Tran/FilmMagic

ბილბორდის დაჯილდოებაზე ჯენეტ ჯექსონმა სიმღერები Nasty, If და Throb შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე ამერიკელმა პოპვარსკვლავმა ჯენეტ ჯექსონმა სიმღერები Nasty, If და Throb შეასრულა.

► ნახეთ: 2018 წლის ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოების გამარჯვებულები

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა და დიჯეი ქალედმა ბილბორდის დაჯილდოებაზე სიმღერა Dinero შეასრულეს

► ნახეთ: კამილა კაბეიომ ბილბორდის დაჯილდოებაზე სიმღერები Sangra Wine და Havana შეასრულა

ამის გარდა, ცერემონიაზე ჯექსონს მუსიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო ჯილდოც გადაეცა, რომელიც სხვადასხვა დროს ისეთ არტისტებს აქვთ მიღებული, როგორებიც არიან პრინცი, სტივ უანდერი, სელინ დიონი, შერი და სხვები.

ჯენეტ ჯექსონმა კარიერა 44 წლის წინ დაიწყო. 5 გრემის მფლობელ არტისტს 100 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. შემსრულებელი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქალ მუსიკოსად ითვლება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული