Thumbnail

მოუსმინეთ: ჯგუფმა Deafheaven ახალი ალბომი Infinite Granite გაავრცელა

ამერიკულმა პოსტ მეტალ ბენდმა Deafheaven ახალი ალბომი Infinite Granite გაავრცელა. 
ეს კოლექტივის რიგით მეხუთე სტუდიური ნამუშევარია. მანამდე მუსიკოსებმა ჩანაწერში შესული სინგლი In Blur და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნეს. 

► ნახეთ: Deafheaven - In Blur

Deafheaven-მა შემოქმედებითი კარიერა სან ფრანცისკოში 2010 წელს დაიწყო. მომდევნო წელს ჯგუფმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Roads to Judah გამოსცა. მუსიკოსებს ხუთი ალბომი აქვთ გავრცელებული. აღსანიშნავია, რომ კოლექტივი გრემიზე წლის "საუკეთესო მეტალ პერფორმანსის" კატეგორიაში იყო ნომინირებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული