Thumbnail

მოსამსახურემ ბრიტნი სპირსის წინააღმდეგ პოლიციას მიმართა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის დამხმარე ქალმა არტისტის წინააღმდეგ სამხრეთ კალიფორნიის ქალაქ ვენტურის პოლიციის განყოფილებას მიმართა. მისი მტკიცებით, 39 წლის მუსიკოსი ორშაბათს, 16 ივნისს ეჩხუბა და ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა.

ბრიტნი სპირსი განმარტავს, რატომ აქვეყნებს ზოგჯერ შიშველ ფოტოებს

როგორც გამოცემა TMZ წყაროებზე დაყრდნობით წერს, მოსამსახურემ პოლიციას განუცხადა, რომ კონფლიქტამდე ორი კვირით ადრე მუსიკოსის ერთ-ერთი ძაღლი ავად გახდა, რის შემდეგაც ის და ბრიტნის კიდევ ერთი ძაღლი ვეტერინართან წაიყვანა, "რადგან ეჭვობდა, რომ სახლში ცხოველები სათანადო ყურადღებას ვერ იღებდნენ".

"ძაღლები აღარ დაუბრუნებიათ, ჩვენი წყაროების ცნობით, მათზე ბრიტნის დამხმარე ქალი ზრუნავდა, რადგან თვლიდა, რომ შემსრულებლის სახლში ისინი უსაფრთხოდ არ იყვნენ", - წერს გამოცემა.

"თიემზის" ცნობით, 10 აგვისტოს ბრიტნიმ ვენტურის პოლიციის განყოფილებაში დარეკა, რათა ძაღლების ქურდობის ამბავი შეეტყობინებინა, თუმცა, როდესაც მის სახლში სამართალდამცველები მივიდნენ, ისინი უკან გააბრუნა, რადგან საჩივრის შეტანა გადაიფიქრა. ამის შემდეგ ის შეეცადა საკუთარი მოსამსახურისგან გაეგო ძაღლების ადგილსამყოფელი, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. როგორც გამოცემა წერს, ბრიტნიმ ჩათვალა, რომ დამხმარე ქალმა მამამისის, ჯეიმი სპირსის მითითებით წაართვა ძაღლები. ცნობისთვის, ბრიტნის, რომელსაც არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობის მოტივით, უკვე მეცამეტე წელია, პირადი ცხოვრებისა და ქონების განკარგვის უფლება აქვს ჩამორთმეული, მამასთან მისი მეურვეობის საკითხზე დავა აქვს დაწყებული.

ჩამოშორდება თუ არა ჯეიმი სპირსი ბრიტნის მეურვეობას - ახალი დეტალები

"კონფლიქტი სწორედ იმიტომ მოხდა, რომ ბრიტნიმ ჯერ კიდევ არ იცოდა, სად იყვნენ მისი ძაღლები, თუმცა, ეჭვობდა, რომ მათ გაუჩინარებასთან მამამისს, ჯეიმი სპირსს ჰქონდა კავშირი. მან თავის მოსამსახურეს მიმართა და მოითხოვა, ეთქვა, სად და რატომ წაიყვანეს ცხოველები. ამ უკანასკნელმა მიუგო, რომ მათზე ნერვიულობდა, რადგან სახლში საკმარის მზურნველობას არ იღებდნენ და თავისი ტელეფონით გადაღებული ფოტოც უჩვენა, რომელზეც ერთ-ერთი ძაღლი იმ მომენტში იყო აღბეჭდილი, როდესაც გული აერია. ბრიტნიმ ჩათვალა, რომ მოსამსახურემ, რომელსაც ხელფასს ჯეიმი უხდის, ეს ფოტოები მამამისს გაუგზავნა და სწორედ ამიტომ წაიყვანეს მისგან ძაღლები. ის ძალიან გაბრაზდა და ქალს უთხრა, რომ ამ სახლში სურათების გადაღების უფლება არ ჰქონდა. ჩხუბში მან მოახლეს ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა", - წერს გამოცემა.

ბრიტნი თავის ძაღლებთან ერთად

როგორც TMZ-ის პოლიციის განყოფილებიდან წყაროებმა აცნობეს, მოსამსახურემ საჩივარში აღნიშნა, რომ ბრიტნიმ მას ხელში დაარტყა, რის შედეგადაც თავად გაუვარდა ტელეფონი, თუმცა, სხვა წყაროები ამბობენ, რომ მომღერლის მიზანი მოახლისთვის ფიზიკური ზიანის მიყენება არ ყოფილა და მან პირდაპირ ტელეფონისკენ გაიწია. კიდევ ერთ გამოცემას, Page Six-ს წყარომ ასევე განუცხადა, რომ საქმე ეხება ტელეფონის წართმევას და მუსიკოსი ქალს არ შეხებია.

"ეს იყო ორმხრივი, ვერბალური კონფლიქტი და მხოლოდ ტელეფონს შეეხებოდა. არანაირ დარტყმას ადგილი არ ჰქონია", - აცნობეს გამოცემას.

გამოცემა Variety კი ბრიტნის ადვოკატის, მეთიუ როზენგერტის კომენტარს ავრცელებს:

"ეს გაზვიადებული, ტაბლოიდებზე გათვლილი თემაა, "ამან ეს თქვა, იმან ის თქვა" და არაფერი მეტი. არანაირ დარტყმას ადგილი არ ჰქონია და ფაქტია, არ არსებობს დაზიანებაც. ნებისმიერს შეუძლია ბრალდებების წაყენება, მაგრამ ეს საქმე დაუყოვნებლივ უნდა დაიხუროს. პოლიციის ოფიცერმა თავად აღიარა, რომ ინციდენტი კლასიფიცირებულია, როგორც "ფრიად უმნიშვნელო ქმედება". საქმე ბრიტნი სპირსს რომ არ ეხებოდეს, პოლიციას არც არავინ მიმართავდა".

როგორც პოლიციის განყოფილებაში აცხადებენ, როდესაც მოკვლევა დასრულდება, საქმე რაიონულ პროკურატურას გადაეგზავნება, რის შემდეგაც გაირკვევა, წარუდგენენ თუ არა მუსიკოსს ბრალს.

ბრიტნი სპირსმა თაყვანისმცემლებს მოუთხრო, როგორ ჩაიკეტა სააბაზანოში

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული