Thumbnail

მოუსმინეთ: dvsn და Ty Dolla Sign ალბომს Cheers To The Best Memories ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კანადურმა არენბი დუეტმა dvsn და პოპულარულმა კალიფორნიელმა მუსიკოსმა Ty Dolla Sign გაყიდვაში ერთობლივი ალბომი Cheers To The Best Memories ჩაუშვეს. კოლაბორაციული ნამუშევარი 11 კომპოზიციას მოიცავს. სტუდიურ ჩანაწერზე არტისტებმა ითანამშრომლეს კოლეგებთან: Mac Miller, YG და სხვა.

ნახეთ: dvsn & Ty Dolla Sign - Memories

არენბი შემსრულებლის, დენიელ დელისა და პროდიუსერის Nineteen85 დუეტმა dvsn მუსიკალური მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. 2016 წლის თებერვალში კანადური გაერთიანება დრეიქის ლეიბლში OVO Sound გაწევრიანდა. მას შემდეგ ჯგუფმა ოთხი ალბომი გამოაქვეყნა.

თაი დოლა საინმა კი შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Free TC გაყიდვაში 2015 წლის ნოემბერში ჩაეშვა. ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი Blase გახლავთ, რომელშიც ატლანტელი მუსიკოსი Future და ჰიპ ჰოპ დუეტი Rae Sremmurd მონაწილეობენ. ორი წლის შემდეგ კი კალიფორნიელმა არტისტმა მსმენელს მორიგი სტუდიური ნამუშევარი Beach House 3 შესთავაზა, რომელმაც პირველის მსგავსად ოქროს სტატუსის წოდება დაიმსახურა. 2020 წელს კი თაი დოლას რიგით მესამე სოლო ალბომი Featuring Ty Dolla Sign გამოიცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული