Thumbnail

მოუსმინეთ: Lorde ახალ ალბომს Solar Power ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა ახალზელანდიელმა არტისტმა, Lorde-მა ოთხი წლის შემდეგ ახალი, რიგით მესამე სტუდიური ალბომი Solar Power გამოუშვა. ჩანაწერზე, რომელშიც 12 ტრეკია თავმოყრილი, 24 წლის არტისტმა ცნობილ პროდიუსერ ჯეკ ანტონოვთან ერთად იმუშავა.

Lorde: არ მინდოდა, ხალხს იმაზე ელაპარაკა, თუ როგორ გამოიყურებოდა სხეული

"ამ ალბომით იმ ღრმა და არაჩვეულებრივი ემოციების უკვდავყოფას შევეცადე, რომლებიც სუფთა ჰაერზე, ბუნებაში ყოფნისას მეუფლება. სულიერი ტკივილის, დარდის, ძლიერი სიყვარულის ან იმ დროს, როდესაც დაბნეული ვარ, სწორედ ბუნებაში ვეძებ პასუხებს. ვისწავლე, როგორ უნდა ამოვისუნთქო და გავიმხნევო თავი და ეს ის არის, რაც გამოვიდა", - ამბობს შემსრულებელი.

აქამდე ალბომიდან სინგლები Solar Power, Stoned at the Nail Salon და Mood Ring იყო გამოსული. ეს ლორდის პირველი სტუდიური ჩანაწერია 2017 წელს გავრცელებული Melodrama-ს შემდეგ.

ორი გრემის მფლობელმა ელა იელიჩ-ო'კონორმა, სასცენო სახელით Lorde, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. 2013-14 წლებში ჟურნალმა Time ის მსოფლიოს ყველაზე გავლენიან თინეიჯერ მომღერლად დაასახელა. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Royals, Tennis Court და Team მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული