Thumbnail

მოუსმინეთ: Iron Maiden ახალ კომპოზიციას Stratego ავრცელებს

ცნობილი ბრიტანული ჰევი მეტალ ჯგუფი Iron Maiden ახალ კომპოზიციას Stratego ავრცელებს, რომელიც კოლექტივის რიგით მე-17 ალბომში Senjutsu იქნება წარმოდგენილი. სტუდიურ ნამუშევარს არტისტები მიმდინარე წლის სექტემბერში, 6-წლიანი პაუზის შემდეგ გამოსცემენ. ჩანაწერის პირველი სინგლი The Writing On The Wall ბენდმა ივლისში გამოუშვა.

Iron Maiden-ის ბრიუს დიკინსონი: ჩვენი ბოლო კლიპის შთაგონების წყარო Rammstein გახდა

Iron Maiden-მა ახალი ალბომი Senjustsu დააანონსა

კომპოზიცია Stratego გიტარისტმა, ჯანიკ გერსმა და ბასისტმა, სტივ ჰარისმა 2019 წელს ჩაწერეს პარიზის Guillaume Tell-ის სტუდიაში.

Iron Maiden ინგლისში 1975 წელს ჩამოყალიბდა. გრემის მფლობელმა ჯგუფმა წარმატებას 1980-იანი წლების დასაწყისში მიაღწია. ბენდმა კარიერის განმავლობაში 100 მილიონი ალბომის გაყიდვა მოახერხა. ამ დრომდე კოლექტივს 16 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული