Thumbnail

მოუსმინეთ: Nick Cave & the Bad Seeds კომპოზიციას Vortex ავრცელებს

საკულტო ავსტრალიური კოლექტივი Nick Cave & the Bad Seeds კომპოზიციას Vortex ავრცელებს და კომპილაციური ალბომის B-Sides and Rarities მეორე ნაწილს აანონსებს, რომელიც წინამორბედისგან 16 წლის შემდეგ, 22 ოქტომბერს ციფრული ფორმატით, ვინილსა და კომპაქტ დისკებზე გამოიცემა. ჩანაწერში ჯგუფის მიერ 2005-2020 წლებში შექმნილი 27 კომპოზიცია შევა.

ნახეთ: Nick Cave & the Bad Seeds-ის 24-საათიანი ეთერი იუთუბზე

Vortex ნიკ ქეივმა, უორენ ელისმა, მარტინ კეისიმ და ჯიმ სკლავუნოსმა 2006 წელს ჩაწერეს, თუმცა სიმღერა მაშინ არ გამოცემულა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ მუსიკოსებმა ვერ შეძლეს გადაეწყვიტათ, რომელი ჯგუფის სახელით უნდა გამოეშვათ კომპოზიცია, The Bad Seed-ის, თუ თავისი კიდევ ერთი პროექტის, Grinderman-ის.

 

ჯგუფი Nick Cave & the Bad Seeds ქალაქ მელბურნში 1983 წელს შეიქმნა. მომდევნო წელს მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი From Her to Eternity ჩაწერეს. კოლექტივს განსაკუთრებული პოპულარობა ისეთმა კომპოზიციებმა მოუტანა, როგორებიცაა: Henry Lee, Red Right Hand, Into My Arms და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული