Thumbnail

6ix9ine პასუხობს კითხვას, რა ურთიერთობა აქვს 50 Cent-თან ახლა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კრიმინალური წარსულის მქონე რეპერის, ტეკაში სიქსნაინის თქმით, მას გავლენიან ნიუ იორკელ ჰიპ ჰოპ არტისტ კურტის ჯექსონთან, ფსევდონიმით 50 Cent, რომელიც მისი ერთ-ერთი მთავარი მენტორია, ურთიერთობა აღარ არ აქვს. ამის შესახებ ტეკაშიმ ჰიპ ჰოპ მენეჯერ Wack 100-თან სოციალურ ქსელ Clubhouse-ში საუბრისას განაცხადა.

6ix9ine: ვაღიარებ, რომ ბედნიერი არ ვარ, ღმერთის რწმენა არ დაკარგოთ

6ix9ine: რაც გავაკეთე, არ ყოფილა ჩაშვება, ეს იყო გონივრული გადაწყვეტილება

"არა, მე კურტისთან კომუნიკაცია წელიწადზე მეტია, აღარ მაქვს. ბოლოს დამიკავშირდა, როცა დამაკავეს - ადვოკატის დაქირავება შემომთავაზა. მას შემდეგ აღარ გვისაუბრია", - განაცხადა ტეკაშიმ.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის აპრილში 50 Cent-ს ჰკითხეს, იმუშავებდა თუ არა მეგობარ სიქსნაინთან გამოძიებასთან თანამშრომლობის შემდეგ, რაზეც მან უპასუხა: "არა, არ ვიმუშავებ. ეს ჩემს გაგებას ეწინააღმდეგება". 

50 Cent: ტეკაშისთან ტრეკს აღარ ჩავწერ, ჩაშვება ჩემს გაგებას ეწინააღმდეგება

► 50 Cent: ტეკაში მირჩევნია ჩემს ბიოლოგიურ შვილ მარკიზს

მუსიკის კრიტიკოსები ტეკაშისა და 50 Cent-ის ადრეულ კარიერას ერთმანეთს ხშირად ადარებენ. ვეტერანი კოლეგის მსგავსად, სიქსნაინმაც ფართო საზოგადოების ყურადღება სკანდალური განცხადებებითა და მასზე გავლენიანი რეპერების გადისვით მიიპყრო. 2018 წლის 25 აგვისტოს მუსიკოსებმა დღეისთვის ერთადერთი კოლაბორაციული ნამუშევარი Get The Strap გაავრცელეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული