Thumbnail

კანადური არენბი დუეტი dvsn და პოპულარული კალიფორნიელი მუსიკოსი Ty Dolla Sign მსმენელს ახალ კომპოზიციას Memories და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობენ. ჩანაწერის ბითის ავტორი დრეიქთან აფილირებული პროდიუსერი ფსევდონიმით "40" გახლავთ. ტრეკი კოლეგების კოლაბორაციული ალბომის Cheers To The Best Memories მორიგი სინგლია.

მოუსმინეთ: dvsn & Ty Dolla Sign - I Believed It Ft. Mac Miller

არენბი შემსრულებლის, დენიელ დელისა და პროდიუსერის Nineteen85 დუეტმა dvsn მუსიკალური მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. 2016 წლის თებერვალში კანადური გაერთიანება დრეიქის ლეიბლში OVO Sound გაწევრიანდა. მას შემდეგ ჯგუფმა სამი ალბომი გამოაქვეყნა.

თაი დოლა საინმა კი შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Free TC გაყიდვაში 2015 წლის ნოემბერში ჩაეშვა. ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი Blase გახლავთ, რომელშიც ატლანტელი მუსიკოსი Future და ჰიპ ჰოპ დუეტი Rae Sremmurd მონაწილეობენ. ორი წლის შემდეგ კი კალიფორნიელმა არტისტმა მსმენელს მორიგი სტუდიური ნამუშევარი Beach House 3 შესთავაზა, რომელმაც პირველის მსგავსად ოქროს სტატუსის წოდება დაიმსახურა. 2020 წელს კი თაი დოლას დღეისთვის ბოლო ალბომი Featuring Ty Dolla Sign გამოიცა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული