Thumbnail

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა და დიჯეი ქალედმა ბილბორდის დაჯილდოებაზე სიმღერა Dinero შეასრულეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა ჯენიფერ ლოპესმა გასულ ღამეს Billboard Music Awards-ზე თავისი ახალი სიმღერა Dinero შეასრულა. სცენაზე ის დიჯეი ქალედთან ერთად წარსდგა. კომპოზიციაში ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტი ქარდი ბიც მონაწილეობს, თუმცა, მან ორსულობის გამო დაჯილდოებაზე გამოსვლა ვერ მოახერხა.

► მოუსმინეთ: Jennifer Lopez Ft. Dj Khaled, Cardi B - Dinero

ჯენიფერი Billboard Music Awards-ზე ბოლოს 2014 წელს გამოვიდა. Dinero არტისტის მომავალ, ესპანურენოვან ალბომში Por Primera Vez იქნება წარმოდგენილი. ჩანაწერის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

48 წლის ჯენიფერ ლოპესს 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მსოფლიო პოპულარობა ვარსკვლავს სადებიუტო სინგლმა If You Had My Love მოუტანა. 1999 წელს სიმღერა მუსიკალური ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული