Thumbnail

ნახეთ: Natura Antia ახალ კომპოზიციას Catmfreni ავრცელებს

მუსიკოსმა გია ტყემალაძემ, პროექტით Natura Antia, ტექსტურ ვიდეოსთან ერთად ახალი კომპოზიცია Catmfreni გაავრცელა. ტრეკის პროდიუსერი და კლიპში გამოყენებული ვიზუალური ნამუშევრების ავტორი არტისტი თავად გახლავთ. მიქსინგსა და მასტერინგზე კი გეგა ოდიშელიძემ იმუშავა.

ნახეთ: Natura Antia - Fiqri

გია ტყემალაძე თავდაპირველად, 8 წლის ასაკში დრამით დაინტერესდა, მოგვიანებით კი კლავიშსა და საყვირს დაეუფლა. პროექტი Natura Antia მუსიკოსმა 2020 წელს ჩამოაყალიბა და ამავე წლის ივნისში სადებიუტო კომპოზიცია Fiqri გაავრცელა. ამის გარდა, არტისტი ჯაზ-ფანკ ჯგუფში Flying Elephant და ელექტრონულ დუეტში Q Art Valley მოღვაწეობს. მას აგრეთვე კიდევ ერთი სოლო პროექტი GT აქვს, რომლის ფარგლებშიც ელექტრონულ მუსიკას ქმნის.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული