Thumbnail

კორონავირუსის პანდემიის გამო ცნობილი მუსიკოსები ტურნეების გამართვას წელსაც ვერ ახერხებენ. მათ მიმდინარე წელს უკვე არაერთი სურათი გაუზიარეს თაყვანისმცემლებს, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ ატარებენ თავისუფალ დროს სანაპიროებსა თუ აუზებზე. ზოგიერთმა მათგანმა კი ეს გარემო არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ კლიპის გადასაღებ ლოკაციადაც შეარჩია.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსები 2020 წელს

გთავაზობთ საცურაო კოსტიუმებში გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც მუსიკოსებმა 2021 წელს სოციალურ ქსელებში განათავსეს.

Rihanna

ბარბადოსელმა მომღერალმა ჯერ კიდევ 1 იანვარს გახსნა საცურაო კოსტიუმების სეზონი. რირიმ ინსტაგრამზე ფოტო განათავსა, რომელშიც Rick Owens-ის დიზაინით შექმნილი ბრინჯაოსფერი ბიკინი და Dries van Noten-ის ქვედაბოლო აცვია.

Megan Thee Stallion

მეგან პიტი კიდევ ერთი მუსიკოსი იყო, რომელმაც მიმდინარე წელი საკურორტო განწყობით დაიწყო. 1 იანვარს მან ოკეანის სანაპიროზე გადაღებული ფოტოები გაავრცელა წარწერით: "მეტად შეიყვარეთ საკუთარი თავი 2021 წელს".

Jennifer Lopez

საცურაო კოსტიუმში გადაღებული არაერთი ფოტოთი გაანებივრა თაყვანისმცემლები ჯენიფერ ლოპესმა. 6 იანვარს მან სურათი გაავრცელა, რომელშიც სანაპიროზე MACIA-ს 99-დოლარიანი საცურაო კოსტიუმით არის გასული, რომელსაც Balmain-ის $730-დოლარიან მზის სათვალეს და Dior-ის 1200-დოლარიან ქუდს უხამებს.

Jennifer Lopez

მას შემდეგ მომღერლის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ის საქმროს, ბეისბოლის ვარსკვლავ ალექს როდრიგესს დაშორდა და ყოფილ შეყვარებულს, მსახიობ ბენ აფლეკს შეურიგდა. სწორედ ამ უკანასკნელთან ერთად მოწყობილი რომანტიკული მოგზაურობიდანაა ეს კადრი.

Jennifer Lopez

რამდენიმე თვით ადრე კი ჯეილომ თეთრი საცურაო კოსტიუმიც მოიხდინა.

Cardi B

წლის დასაწყისში ინსტაგრამზე გავრცელებულ ფოტოში პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, ქარდი ბი Beach Bunny-ს 325-დოლარიანი საცურაო კოსტიუმით იწონებდა თავს.

Britney Spears

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა 4 აგვისტოს ინსტაგრამზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც თავის საცურაო კოსტიუმებს უწევდა დემოსნტრირებას. როგორც 39 წლის არტისტმა ინსტაგრამზე დაწერა, Target-იდან სწორედ ეს ცისფერი ბიკინი გამოიწერა ჰავაის კუნძულ მაუიზე დასვენებისთვის.

Britney Spears

ბრიტნიმ წითელი საცურაო კოსტიუმიც მოირგო იმავე ვიდეოში.

Dua Lipa

ზაფხულის ცხელი დღეები სანაპიროზე გაატარა ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა, დუა ლიპამაც. 

Dua Lipa

მან საცურაო კოსტიუმებში გადაღებული არაერთი კადრი გაავრცელა ინსტაგრამზე.

Mary J Blige

იანვრის დასაწყისში ამერიკელმა მუსიკოსმა და მსახიობმა, მერი ჯეი ბლაიჯმა 50 წლის იუბილე აღნიშნა. ამ დღეს მან ინსტაგრამზე სანაპიროზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ოქროსფერ საცურაო კოსტიუმში იწონებს თავს.

Saweetie

კლიპზე Best Friend მუშაობისას გადაღებული სურათები გაუზიარა თაყვანისმცემლებს ახალგაზრდა კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, სოუითიმ. 9 იანვარს გავცელებულ სურათში მას L.O.C.A.-ს ბიკინი აცვია.

Lady Gaga

Bond-eye-ის დიზაინით შექმნილ საცურაო კოსტიუმში გადაღებული ამერიკელი პოპვარსკვლავი, ლედი გაგა, რომელმაც შვებულებიდან ფოტო მაისში გაავრცელა.

Lizzo

3 იანვარს აუზთან გადაღებული ფოტო გაუზიარა თაყვანისმცემლებს ამერიკელმა მუსიკოსმა, ლიზომ. ის მზის ჩასვლის ფონზე Kelsey Randall-ის ბრენდის GEORGIA ბიკინითა და მოსაცმელით არის გამოსახული.

Selena Gomez

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, სელენა გომესმა წელს La’Mariette-თან თანამშრომლობით საცურაო კოსტიუმების კოლექცია გამოუშვა. სწორედ ერთ-ერთი მათგანით იწონებს ის თავს ინსტაგრამზე გავრცელებულ ფოტოში.

Shakira

ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე გადაიღო კოლუმბიელმა პოპვარსკვლავმა, შაკირამ ახალი კლიპი Don't Wait Up. კადრებში მომღერალს თვლებით მორთული საცურაო კოსტიუმი აცვია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული