Thumbnail

მოუსმინეთ: ბობი კენსეი და ზურა ჯიშკარიანი ახალ კომპოზიციას ავრცელებენ

ახალგაზრდა მუსიკოსი, რევაზ ხარჩილავა, ფსევდონიმით Bobby Kensei და ზურა ჯიშკარიანი, იგივე Dilla, მორიგ ერთობლივ კომპოზიციას walking down the road i remember something ავრცელებენ. არტისტებს კოლაბორაციულ ნამუშევრებზე წარსულშიც უთანამშრომლიათ - მათ შორის აღსანიშნავია ტრეკი Shy Girl, რომელსაც პლატფორმა იუთუბზე 300 000-ზე მეტი ნახვა აქვს დაგროვებული.

► კატა კიბერნეტიკული ხილვებით - ზურა ჯიშკარიანი და მისი მუსიკა

► მოუსმინეთ: Bobby Kensei - Same

ბობი კენსეიმ შემოქმედებითი კარიერა 2015 წელს დაიწყო. მომდევნო წელს მან არტისტ Gipsy Samurai-სთან (Turbohikari) ერთად პირველი სინგლი "კარამელის სადგური" ჩაწერა. ამის შემდეგ შემსრულებელმა არაერთი კომპოზიცია გაავრცელა, რომელთაგანაც ყველაზე დიდი პოპულარობა ნამუშევარმა 5 To 7 მოიპოვა.

ხოლო ზურა ჯიშკარიანი სოხუმში დაბადებული არტისტია. შემოქმედებითი კარიერის საწყის ეტაპზე ის მუსიკალურ პროექტებში Mona Liza Overdrive, Eva და Accidental Lover Boyz მონაწილეობდა. ზურამ პოპულარობა 2007 წელს შექმნილ ელექტროპოპ კოლექტივთან Kung Fu Junkie ერთად მოიპოვა. 2016 წელს ჯგუფის ერთ-ერთი დამაარსებლის, თაზო ლიპარტელიანის, იგივე გრინჩის გარდაცვალების შემდეგ კი, ბენდის კიდევ ერთ წევრთან, მაქს მაჩაიძესთან ერთად ჰიპ ჰოპ დუეტი KayaKata შექმნა, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული პროექტია. ზურა ლიტერატურული კონკურსის, "საბას" გამარჯვებულია. მისმა რომანმა "საღეჭი განთიადები უშაქროდ" ჯილდო ნომინაციაში "წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი" დაიმსახურა. ამასთან, ჯიშკარიანი სტარტაპის Anima Chatbotics დამფუძნებელია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული