Thumbnail

ცნობილი ფილადელფიელი ჰიპ ჰოპ არტისტი, მიქ მილი განაგრძობს აქტიურობას და მსმენელს ვიზუალურ ნამუშევართან ერთად გამოქვეყნებულ ახალ ფრისტაილს Mandela სთავაზობს. ჩანაწერის პროდიუსერები Nick Papz და xander. (USA) არიან.

ნახეთ: Meek Mill - War Stories

ნახეთ: Meek Mill - Flamerz Flow

მიქ მილმა მუსიკალური კარიერა 2003 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Dreams & Nightmares 2012 წელს გავრცელდა. ჩანაწერი კომერციულად საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და მალევე გახდა ოქროს სტატუსის მფლობელი. 2017 წელს არტისტმა მორიგი ნამუშევარი Wins & Losses გამოუშვა, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიციაც Issues გახლავთ. 2018 წლის მიწურულს კი მილმა დღეისთვის ბოლო ალბომი Championships გამოაქვეყნა, რომელმაც კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა. სოლო შემოქმედების პარალელურად, რობერტი ჰიპ ჰოპ გაერთიანების Maybach Music Group წევრია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული